VIDEO: კონტე ლაუტაროს ცუდი საქციელის გამო გაუბრაზდა

კონტე-ლაუტარო

გუშინ მილანის ‘ინტერმა’ 5 წლის შემდეგ პირველად, 3-1 დაამარცხა ‘რომა.’ შეხვედრის 35-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე არგენტინელი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი გამოვიდა.

ინტერის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, არ მოეწონა ლაუტაროს თამაში, ამიტომ მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე, მის მაგივრად მოედანზე ანდრეა პინამონტი შეიყვანა.

იმედგაცრუებულმა ლაუტარომ, სათადარიგოთა სკამთან მდებარე ბოთლს წიხლი უთავაზა. რაზეც კონტესგან მწვავე პასუხი მიიღო: “პატივისცემა გამოიჩინე! ვისზე ბრაზობ? ასე აღარასდროს მოიქცე!”

კონტეს ასისტენტმა Sky Sport Italia-თან ინტერვიუში განაცხადა: “14 წლის წინ, როცა მე ჯერ კიდე ფეხბურთელი ვიყავი და კონტე ჩემი მწვრთნელი, მეც დაახლოებით ასე გამიკეთა. შემიყვანა და 20 წუთში შემცვალა. მაგრამ ეს სამაგალითო მენტალიტეტია კონტესგნ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე თასი მოვიპოვეთ, ის არ პატიობს არავის, ვინც თავიანთ სტანდარტებზე ნაკლებ ფეხბურთს ითამაშებს. მისთვის სულ ერთია რა მნიშვნელობის თამაშია. მას მუდამ მოგება სურს.”

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლაუტარომ მწვრთნელს და თანაგუნდელებს ბოდიში უკვე მოუხადა. იხილეთ მოედანზე განვითარებული მოვლენები ვიდეოში:

 

მალდინი-რომა-მილანი Previous post ნახეთ: მალდინის რეაქცია “რომასთან” გამარჯვების შემდეგ