ნახეთ: მალდინის რეაქცია “რომასთან” გამარჯვების შემდეგ

მალდინი-რომა-მილანი

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საკმაოდ დაძაბული მატჩი “რომასა” და “მილანს” შორის. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 1-2 დასრულდა და მილანელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა.

შეხვედრის 42-ე წუთზე, ფრანკ კესიმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან სტუმრები წინ გაიყვანა. წონასწორობა 50-ე წუთზე ჯორდან ვერეტუს გოლით აღდგა, თუმცა ზუსტად 8 წუთში ანტე რებიჩმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში 1-2 დაფიქსირდა.

მილანის ლეგენდა და ახლანდელი ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი, რა თქმა უნდა თამაშს მოედნიდან ადევნებდა თვალს და გამარჯვებაც გუნდთან ერთად იზეიმა. ნახეთ მალდინის ვიდეო საფინალო სასტვენის შემდეგ:

ლუკაკუს-გოლი-ჯენოას-კარში Previous post VIDEO: ლუკაკუს გოლი “ჯენოას” კარში
კონტე-ლაუტარო Next post VIDEO: კონტე ლაუტაროს ცუდი საქციელის გამო გაუბრაზდა