ოფიციალურად: პიოლი “მილანში” 2022 წლამდე დარჩება!

პიოლი-მილანი-კონტრაქტი

“მილანის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მწვრთნელის პოზიციაზე რალფ რანგნიკი არ დაინიშნება და სტეფანო პიოლის კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება.

“ეს გადაწყვეტილება ბოლო გამარჯვებების გამო არ მიგვიღლია. სტეფანომ ააშენა გუნდი ძლიერი სულისკვთბით და საერთო მიზნით. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გააუმჯობესა თითოეული ფეხბურთელის პერფორმანსი. მე მოხარული ვარ ამ შეთანხმებით. სტეფანოს ის ხედვა აქვს რაც ჩვენს გუნდს ახლა ძალიან სჭირდება.” – განაცახდა მილანის CEO-მ, ივან გაზიდისმა.

“მე ბედნიერი და ამავდროულად ამაყი ვარ იმ ნდობისა რასაც მილანისგან ვიღებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ფანების ჩათვლით, რომლებიც სტადიონზე ვერ მოდიან, თუმცა სხვა ყველა საშალებებით ახერხებენ მხარი დაგვიჭრონ. ბევრჯერ ვთქვი და განვმეორდები: ჩვენ შეუპოვარი სულისკვეთება უნდა გამოვიჩინოთ, უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ საოცარი ბილიკის დასაწყისში ვართ და თუ ასე მუშაობას გავაგრძელებთ, ჩვენ ერთ-ერთ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით ევროპაში.” – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

“სტეფანომ მილანი უკიდურესად რთულ პერიოდში ჩაიბარა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მის შედეგებს ცოტა დრო დასჭირდებოდა და შედეგიც სახეზეა. სტეფანო ის ადამიანია, რომელიც მილანს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება: წარმატებული, ახალგაზრდა და მშიერი.” – განაცხადა მილანის სპორტულმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ.

პიოლის მიმართ მხარდაჭერა ფეხბურთელებმაც გამოთქვეს, ჰაკან ჩალხანოღლუს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩათვლით.

ზლატანი-სასუოლო Previous post ვიდეო: ზლატანის მეორე გოლი “სასუოლოს” კარში
ძანიოლოს-გოლი-სპალის-კარში Next post ვიდეო: ძანიოლოს ბრწყინვალე სოლორეიდი და გოლი “სპალის” კარში