ბუფონი: “სულ ცოტა 43 წლამდე ვითამაშებ”

ბუფონი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე, 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას მინიმუმ 43-წლამდე კიდევ შეუძლია თამაში და მის გონებაში ჩემპიონთა ლიგის თასი კვლავ პრიორიტეტულია.

როგორც იცით, “ტორინოსთან” დერბი წინა ტურში ბუფონისთვის რეკორდული იყო. მან სერია ა-ში 648-ე თამაში ჩაატარა და ოფიციალურად გადაუსწრო პაოლო მალდინის.

ამ რეკორდამდე დიდი გზა გავიარე, მაგრამ ეს ჩემთვს პრობლემა არ ყოფილა. ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. აქ ვიქნები სანამ სულ ცოტა 43 წლის არ ვიქნები. სანამ მოტივაცია მაქვს და სანამ ფორმაში ვარ ფეხბურთს თავს არ დავნებებ.” აცხადებს ბუფონი

სასუოლო-ლეჩე-გოლები-სერია-ა Previous post ვიდეო: “სასუოლო” – “ლეჩე” 4:2
ლუკაკუს-გოლი-ბოლონიას-კარში Next post ვიდეო: ლუკაკუს გოლი “ბოლონიას” კარში