იკარდი: “პსჟ-ში მაღალ დონეზე სათამაშოდ და ტიტულების მოსაგებად მოვედი”

მაურო-იკარდი-ინტერვიუ

“ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი, მაურო იკარდი, პსჟ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებს, რომ “ინტერიდან” წასვლა და “პსჟ-ში” გადაბარგება მისთვის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია მის კარიერაში.

არგენტინელმა სან სირო იჯარით დატოვა 2019 წელს, თუმცა 31 თამაშში 20 გოლის გატანის შემდეგ ფრანგება მას მუდმივი კონტრაქტი გაუფორმეს.

მაურომ საფრანგეთის ლიგა 1-ის თასი უკვე აღმართა და ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში ხუთ გოლი შეაგდო და გუნდს მეოთხედფინაშლი გასვლაში დაეხმარა.

“ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 27 წლის ვარ. საკმარისი დრო გავატარე იტალიაში. დრო იყო ისეთ გუნდში გადავსულვიყავი, როგორიც პარიზია. აქ ტიტულების მოსაგებად და მაღალ დონეზე სათამაშოდ გადმოვედი. ეს იყო მიზეზი ჩემი კარიერული ცვლილებების.” 

იკარდიმ “ინტერში” 6 წელი გაატარა და 2 წელი სამპდორიაში და ამ დროის მანძილზე მან 219 მატჩში 121 გოლი გაიტანა.

 

 

სერია-ა-მაყურებლები Previous post FIGC-ის პრეზიდენტი: მაყურებლების 25%-იან დასწრებაზე ვმუშაობთ
გოსენსის-გოლი-ნაპოლთან Next post ვიდეო: გოსენსის გოლი “ნაპოლის” კარში