ოფიციალურად: ზლატანი “სპალის” წინააღმდეგ განაცხადშია!

ზლატანი-სპალი

“მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩს უხმო. შვედ გოლეადორს წვივზე ტრავმის გამო რაც სეზონი განახლდა, ჯერ არ უთამაშია. უფრო მეტიც, ვარჯიშებს მხოლოდ წინა კვირას დაუბრუნდა, თუმცა დღეს “სპალის” წინააღმდეგ ზლატანი განაცხადშია!

“მილანისთვის” ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად დღევანდელი ქულები ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით იბრაჰიმოვიჩსაც ვიხილავთ მოედანზე.

ლოიკ-რემი-ბენევენტო Previous post ოფიციალურად: ლოიკ რემი “ბენევენტოში” ითამაშებს !
პირლო-მწვრთნელი Next post გადაწყვეტილია: ანდრე პირლო “იუვენტუსის” U23-ს გაწვრთნის