ზლატანი: “მე ბენჯამინ ბატონს ვგავარ”

ზლატანი-ბენჯამინ-ბატონი-ინტერვიუ

გუშინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სერია ა-ს პირველივე დღეს, ბოლონიას წინააღმდეგ, ორმაგი შეასრულა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, 20 წლის, რომ ყოფილიყო, ოთხ გოლსაც გაიტანდა.

იბრას შეეძლო ჰეთთრიკი შეესრულებინა და სერია ა-ს ისტორიაში გამხდარიყო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც ეს შეძლო, თუმცა საკმაოდ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

“ჩვენ გავიმარჯვეთ. შემეძლო მეტი გოლიც გამეტანა. 20 წლის რომ ვყოფილვიყავი, ალბათ მინიმუმ 4 გოლს გავიტანდი. ბენჯამინ ბატონს ვგავარა. მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები.” განაცხადა შვედმა გოლეადორმა Sky Sport-თან მიცემულ ინტერვიუში