
არტურო ვიდალმა მილანის “ინტერთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 3-წლამდე გახანგრძლივების უფლებით. ჩილელი ნახევარმცველი “ბარსელონადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მილანელებს.
ვიდალმა 2011-2015 წლების სეზონში, კონტესთან ერთად, “იუვენტუსის” რიგებში, სამი სკუდეტო აღმართა. ახლა კი ორთავე “ინტერში” გაერთიანდნენ. “იუვეს” მაისურით ვიდალმა 124 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨 | IT'S OFFICIAL@kingarturo23 has joined Inter!
👉 https://t.co/r1gXNKJpxm#WelcomeVidal pic.twitter.com/GDIdr7ojtO
— Inter (@Inter_en) September 22, 2020