წინა ტურის საინტერესო რეკორდები და სტატისტიკები

რეკორდები-სერია-ა

★ ვოიცეხ შესნიმ გუშნ “სასუოლოს” წინააღმდეგ 7 სეივი გააკეთა. ბოლოს, ეს “იუვენტუსის” რიგებში ბუფონმა მოახერხა (8) 2014 წელს “მილანის” წინააღმდეგ.

★ ედინ ჯეკომ სერია ა-ში მისი გადმოსვლიდან (2015/16) დღემდე 15 გოლი გაიტანა თავით. მხოლოდ ლეონარდო პავოლეტის (25) და დუვან ზაპატას (16) აქვთ მასზე მეტი თავური გოლი ამ პერიოდის განმავლობაში.

★ “იუვენტუსს” პირველ ტაიმში “სასუოლომ” 16-ჯერ დაურტყა. ბიანკონერებისთვის ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2004-05 წლების შემდეგ.

★ “მილანმა” ზედიზედ 7 მატჩში მოახერხა სულ ცოტა 2 გოლის გატანა, რაც საუკეთესო შედეგია 2009 წლის შემდეგ.

★ ფრანკ კესიმ ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაიტანა გოლი. ეს მან სერია ა-ში მეორედ მოახერხა. პირველად მან 2016 წელს გააკეთა, მაშინ, როცა თავისი პირველი სამი შეხვედრა ჩაატარა სერია ა-ში.

★ “ბოლონიამ” სერია ა-ს ბოლო 28 მატჩში ყველაში გაუშვა გოლი, რაც ანტი-რეკორდია. წინა, 27-მატჩიანი რეკორდი “ლივორნოს” ეკუთვნოდა 2013-2014 წლების სეზონში.

★ ზლატანმა თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა მილანის მაისურით. 2010-2011 წლების მერე, რაც იბრაჰიმოვიჩი “მილანს” შეუერთდა, შვედი გოლეადორი მილანელების ბომბარდირია 62 გოლით.

★ 2020-ში მილანმა 78% მატჩებისა მოიგო, როდესაც სიმონ კიაერი თამაშობდა. ხოლო მათი მოგების პროცენტული მაჩვენებელი 17%-ზე ვარდება, როცა კიაერი არ თამაშობდა.

★ “ატალანტამ” ოთხ სხვადასხვა შეხვედრაში გაიტანა მინიმუმ 6 გოლი, რაც ამ სეზონში ტოპ 5 ლიგაში აბსოლიტური რეკორდია.

★ ბოლო 60 წლის განმავლობაში, “ატალანტა” მეორე გუნდია, რომელმაც სერია ა-ს ერთ სეზონში სულ ცოტა 93 გოლი გაიტანა. ბოლოს ეს “ნაპოლიმ” მოახერხა 2016-2017 წლების სეზონში, როდესაც მათ 38 მატჩში 94 გოლი გაიტანეს. ატალანტას კი 5 თამაში ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს.

★ ალექსის სანჩესმა “ტორინოს” წინააღმდეგ 10 მომენტი შექმნა. 2004-2005 წლების შემდეგ მასზე მეტი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო: დიამანტი (11), პიზარო (11), კასანო (11).

★ კონტე სამწვრთნელო კარიერის მანძილზე 6-ჯერ შეხვდა “ტორინოს” და ექვსივეჯერ გაიმარჯვა.

★ დიოგო გოდინის გოლის შემდეგ, ამ სეზონში “ინტერის” 18-მა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა. ბოლოს ეს 2007-2008 წლების სეზონში მოხდა.