Corriere di Torino: “იუვეს გოსენსი უნდა!”

გოსენსი-იუვეში

გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსმა” თვალი “ატალანტას” მარცხენა მცველს, რობინ გოსენსს დაადგა. Corriere di Torino-ს ინფორმაციით, შაბათს, როდესაც ბერგამოელები ტურინში ჩავლენ, იუვეს ხელმძღვანელობის ყურადღება გერმანელ ფეხბურთელზე იქნება კონცენტრირებული.

გოსენსს “ინტერსაც” უკავშირებენ, თუმცა ზემოთ ნახსენები წყარო აღნიშნავს, რომ ბიანკორელებში ძალიან დიდ სიმპატიას იწვევს 26 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი და მზად არიან €20 მილიონი გადაიხადონ.

გერმანელი დამცველის ანგარიშზე ამ სეზონში 28 თამაშში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, რაც მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. ის ასევე გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დაასახელა, რომელიც ქვეყნის გარეთ ასპრეზობს.

ლოზანოს-გოლი-ჯენოას-კარში Previous post ვიდეო: ლოზანოს გოლი “ჯენოას” კარში
მილანი-ჯეი-ზი Next post “მილანი” Jay Z-ის ლეიბლის პარტნიორი გახდა