ვიდეო: პატრიკს 4 მატჩიანი ბანი და ფულადი ჯარიმა დააკისრეს

პატრიკი-ბანი

რომის “ლაციოს” მცველი პატრიციო გაბარონი ფეხბურთის დისციპლინარულმა კომისიამ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც იცით მან, წინა ტურში, “ლეჩეს” ფეხბურთელს, ჟულიო დონატის უკბინა.

“მას ისეთი არაფერი გაუკეთებია და თან ეგრევე მომიბოდიშლა. იმედია ამას გაითვალისწინებთ. მისი მესმის. ეს ბრძოლა იყო და დამსახურებული წითელი ბართიც მიიღო. ვფიქრობ საკმარისია.” მიუხედავად იმისა, რომ დონატიმ ასეთ განცხადება გააკეთა, პატრიკი მაინც დაისაჯა.

4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, პატრიკს €10,000 ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ის სერია ა-ში “სასუოლოსთან,” “უდინეზესთან,” “კალიარისთან” და “იუვენტუსთან” გამოტოვებს შეხვედრებს.

მილანი-იუვენტუსი-გოლები Previous post ვიდეო: “მილანი” – “იუვენტუსი” 4:2
მერტენსის-გოლი-ჯენოას-კარში Next post ვიდეო: მერტენსის გოლი “ჯენოას” კარში