ვინ არის 18 წლის მუსა ჟუვარა?! დაუჯერებელი ისტორია !

მუსა-ჟუვარა

ერთხელ არლონდ შვარცნეგერმა თქვა: “სიძლიერე გამარჯვებებიდან არ მოდის. შენს სიძლიერეს შენი ბრძოლა განსაზღვრავს. როდესაც ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას დაძლევ და არ დანებდები, აი ზუსტად ეს არის სიძლიერე.”

ეს გამონათქვამიც 18 წლის მუსა ჟუვარასთან ძალიან ახლოსაა. ბიჭი, რომლის სახელი და გვარი გუშინ არავინ იცოდა, დღეს იტალიაში ვარსკვლავია. სწორედ მიდის გოლის წყალობით დაამარცხა “ბოლონიამ” “ინტერი.”

ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამბიიდან გამოქცეული 14 წლის ბიჭმა, ნავით, სრულიად მარტო, სიცილიის ნაპირებს მიადგა. დიახ, 14 წლის ბიჭმა გაიარა სენეგალი და დასავლეთ საჰარის უდაბნო, მოროკო და ტუნისია.

მუსა-ჟიუვარა

ჟუვარას უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა არც იტალიის ნაპირებზე დამთავრებულა. სიცილიიდან პოტენზას რეგიონამდე მიაღწია. ნეპალიდან 2 საათის სავალზე.

აქ, ჟუვარას ძალიან გაუმართლა. ვირტუს ავილიონის მწვრთნელმა, ვიტანტონიო სუმამ, ქუჩაში შემთხვევით დაინახა გამბიელი ბიჭუნა თუ როგორ თამაშობდა ფეხბურთს, მოიხიბლა და მას გუნდში თამაშის უფლება მისცა, თუმცა ადიმინსტრაცია საბუთების არქონის გამო, ბავშვის მიღებას არ აპირებდა. მაშინ, სუმამ მუსა ოფიციალურად იშვილა და ჟიუვარას სახელი მთელს პოტენზას პროვინციაში ელვასავით გავარდა.

სულ ცოტა ხანში მუსა ჟიუვარათი “კიევო” დაინტერესდა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი რეგულაციებით, ემიგრანტ ნაშვილებ ბავშვს არ ჰქონდა უფლება უმაღლეს ლიგაში ეთამაშა. გამბიელი ახალგაზრდა დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა სასამართლოში ჩივილის და ბევრი ლეგალური ბრძოლის შემდეგ, ჟიუვარამ თანხმობა მიიღო და 2017 წელს “კიევოში” გადაბარგდა, სადაც მან პირველივე სეზონში 15 თამაშში 8 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში პირველ 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა და მისი ყურადღება უკვე დიდმა კლუბებმაც მიიპყრო.

მუსა

წინა ზაფხულს კი, გამბიელი ტალანტი “ბოლონიაში” გადაბარგდა 500,000 ევროს სანაცვლოდ. ხელმძღვანელობა გეგმავდა, რომ ახალწვეული 19-წლამდელებში გაეშვა, თუმცა მისი თამაშით აღფრთოვანებულმა სინისა მიხაილოვიჩმა მთავარ გუნდში დატოვა.

და დადგა მუსას გაბრწყინების დღეც. მან გუშინ, სადებიუტო გოლი “ინტერს” გაუტანა და 2003-წლის მერე “ბოლონიას” რიგებში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ში შეაგდო.