მედია: კავანი “რომასთან” ძალიან ახლოსაა!

კავანი-რომა-ტრანსფერი

იტალიურ და ურუგვაულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “პსჟ-ს” ყოფილი ფორვარდი, ედინსონ კავანი, რომელიც უკვე თავისუფალი აგენტია, “რომაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც იცით, 33 წლის თავდამსხმელისთვის სერია ა უცხო ჩემპიონატი არ გახლავთ. მან სახელი ჯერ “პალერმოში” გაითქვა, შემდეგ კი “ნაპოლიში,” საიდანაც ის €64.5 მილიონის სანაცვლოდ “პსჟ-ში” გადაბარგდა.

კავანისთვის სხვა ალტერნატივებიც არის, მათ შორის “ნიუკასლი,” “ინტერი” ანდ ამერიკის MLS-ს რომელიმე გუნდი.

Corriere dello Sport იუწყება, რომ თუ კავანი “რომაში” გადავა, მაშინ ედინ ჯეკო “ინტერში” გაეშურება. თუმცა ეს ყვლაფერი ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.

 

დე-როსი-ფიორენტინა Previous post Sky Sport: დე როსი “ფიორენტინას” გაწვრთნის
ეშლი-იანგი-ინტერი-ინტერვიუ Next post ეშლი იანგი: “წელს სკუდეტო ან ევროპა ლიგა ჩვენია!”