ეშლი იანგი: “წელს სკუდეტო ან ევროპა ლიგა ჩვენია!”

ეშლი-იანგი-ინტერი-ინტერვიუ

ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, ეშლი იანგი, რომელიც 2019 წლდან მილანის “ინტერში” თამაშობს, Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუშ აცხადებს, რომ წელს “ინტერი” სულ ცოტა ერთ ტიტულს მოიგებს.

როგორც იცით, მილანელები სერია ა-ში ტურინის “იუვენტუსს” 8 ქულით ჩამორჩბიან, თუმცა ჯერ 9 ტური წინ არის. ევროპის ლიგაზე კი მერვედფინალში “ინტერი” “ხეტაფეს” დაუპირისპირდება. წელს ტიტულის მოგება რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა იანგი თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

“იმედი გვაქვს, რომ სეზონს სულ ცოტა ერთი ტიტულით დავამთავრებთ. ისინი ამბობენ, რომ ‘ინტერი’ ჯერ შენების პროცესშია და შემდეგ წელს უნდა დაველოდოთ, თუმცა ჩვენ ტიტულების მოპოვება ახლაც შეგვიძლია. ან ევროპის ლიგა, ან სკუდეტო,. სულ ცოტა ერთ-ერთი ჩვენი იქნება. ჩვენ ორივე ჩემპიონატის დაპყრობა შეგვიძლია” 

“ჩვენ უდიდესი გუნდი ვართ ფანტასტიკური ფეხბურთელებით, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. როცა ევროპის ლიგა დაიწყება, ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავალთ სტადიონზე. 

“იტალიური ფეხბურთ უფრო ტაქტიკური ფეხბურთია პრემიერლიგასთან შედარებით. სერია ა-ს ბავშვობიდან ვადევნებ თვალს. ინტერში მოსვლა ჩემთვის უდიდესი შანსი იყო, რომ ისევ მაღალ დონეზე მეთამაშა. როგორც კი ამ შანსის შესახებ გავიგე ეგრევე ვუპასუხე: ‘რა თქმა უნდა, აბა სად ვაწერ ხელს?’ კონტე უმაღლესი დონის, ენთუზიაზმით სავსე მწვრთნელია.” 

აცხადებს ეშლი იანგი.