Sky Sport: დე როსი “ფიორენტინას” გაწვრთნის

დე-როსი-ფიორენტინა

გუშინ Sky Sport Italia-ს ცნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რომას” ლეგენდა დანიელე დე როსი მალე “ფიორენტინას” მწვრთნელი გახდება. ფლორენციელების მწვრთნელობის კანდიდატურაზე 36 წლის რომაელ ნახევარმცველთან ერთად, ლუჩიანო სპალეტი და უნაი ემერიც განიხილებოდა.

დღეს Corriere dello Sport აცხადებს, რომ დე როსი ნამდვილად განიხილება “ფიორენტინას” მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო დანიელეს ჯერ მწვრთნელის ხარისხი არ აქვს მინიჭებული, რომელსაც სპეციალური ლიცენზია სჭირდება უეფასგან. ამის გამო შესაძლოა დე როსი “რომას” პრიმავერას მწვრთნელად დაინიშნოს, ჯერ-ჯერობით.