
Sky Sport Italia-ს ცნობით, აშრაფ ჰაკიმის შეძენის შემდეგ, ანტონიო კონტემ მოლაპრაკებები “ჩელსის” მარცხენა მცველთან, ემერსონ პალმიერისთან დაიწყო. ამავე წყაროს ცნობით, კონტემ ხელმძღვანელობას მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.
“რომას” ყოფილი მცველი, რომელიც კონტეს სტემფორდ ბრიჯზე გაყვა 2018 წელს €20 მილიონის სანაცვლად, შესაძლოა კვლავ კონტეს მეთაურობის ქვეშ აღმოჩნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კონტეს დიდი ისმპატიები გააჩნია ამ ფეხბურთელის მიმართ, მან ორნახევარ სეზონში მხოლოდ 53 შეხვედრა ჩაატარა. იტალიელმა თავკაცმა “ჩელსიში” ყოფნის დროს მარკოს ალონსოს მიანიჭა უპირატესობა.
Inter have started talks with Chelsea to sign Emerson Palmieri. Antonio Conte wants him as LB for next season after Hakimi. Official bid to be made soon. 🔵 @DiMarzio @SkySport #Chelsea #Inter #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 2, 2020