FIGC-ის პრეზიდენტი: მაყურებლების 25%-იან დასწრებაზე ვმუშაობთ

სერია-ა-მაყურებლები

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ფედერაცია მუშაობს სერია ა და სერია ბ-ს მატჩების 25% პროცენტიან დასწრებაზე.

ჩვენ ფანების სტადიონზე დაბრუნებაზე გამუდმებით ვმუშაობთ. დღეს განვიხილეთ 25%-იანი დასწრება. ამ გეგმას ავამუშავებთ, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროდან უფლებას მივიღებთ.

თუ ეს ასე მოხდა, სულ მალე შესაძლოა იტალიაში სტადიონების მეოთხედი გაივსოს, რაც რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცარიელი სტადიონები.