ოფიციალურად: ჰაკიმი “ინტერის” ფეხბურთელია

აშრაფ-ჰაკიმი-ინტერის-ფეხბურთელია

მილანის “ინტერმა” აშრაფ ჰაკიმი, რომელიც 2018 წლიდან “დორტმუნდში” იჯარით თამაშობდა მადრიდის “რეალიდან,” €45 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. მოროკელმა მცველმა ნერაძურისთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ამ დროის მანძილზე ხელფასის სახით €25 მილიონს მიიღებს.

21-წლის დამცველი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. მან “ბორუსიას” რიგებში 72 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაკიმი ესპანეთშია დაბადებული, ის “მოროკოს” ნაკრების წევრია და უკვე 28 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ინტერის” ისტორიაში, ჰაკიმი ყველაზე ძვირადღირებული მცველია. მას როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მცველადაც შეუძლია ერთ დონეზე თამაში.