ერიკსენი: “დროა ინტერთან ერთად ახალი ისტორია დავწეროთ”

ერიკსენი-ინტერი-ინტერვიუუ

კლუბის Matchday Programme-თან მიცემულ ინტერვიუში, კრისტენ ერიქსენმა განაცხადა, რომ მზადაა ‘ინტერთან’ ერთად ისტორია დაწეროს. დანიელი ნახევარმცველი აცხადებს:

“კარანტინის გამო, ჯერ ბევრი არაფერი მინახავს მილანში, თუმცა რაც ვნახე, ძალიან ლამაზია. აქ ფეხბურთის ნამდვილი ფანების ატმოსფერო შეგიძლია შეიგრძნო, განსაკუთრებით კი ინტერის ფანების სითბო და სიყვარული მხიბლავს.

“ინტერი 2010 წლიდან ძალიან შემიყვარდა, როდესაც მათ სამმაგი მოიგეს. მე უბრალოდ ვაღმერთებდი ამ გუნდს და ზოგიერთ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშე სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა მე 18 წლის ვიყავი. ეს უბრალოდ არარეალური, სრული სიგიჟე იყო.”

“ნელ-ნელა ამ კლუბის ტრადიციებში ვიძირები, თუმცა მზად ვარ მათთან ერთად ახალი ისტორია დავწერო!”

Alexis-Saelemaekers Previous post ოფიციალურად: სალემაკერსი 4 წლით “მილანში” დარჩება
ეშლი-იანგის-გოლი-ბრეშასთან Next post ვიდეო: ეშლი იანგის ბრწყინვალე გოლი “ბრეშას” კარში