
El Chiringuito და Sky Sport Italia იტყობინება, რომ მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ვინგერის პოზიციასაც მშვენივრად ითავსებს, ძალიან ახლოსაა მილანის “ინტერთან” კონტრაქტის გაფორმებასთან.
21 წლის მოროკოელი ტალანტი, რომელიც იჯარით დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობს ამ სეზონში 44 თამაშში 10 საგოლე გადაცემა და 9 გოლი აქვს გატანლი. “ინტერი” კი მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ასევე, ჰაკიმმა წინა წელს ბუნდესლიგაში ისტორიული რეკორდი დაამყარა. მან 36.2 კმ/სთ განავითარა, რაც გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
That'd be a great signing: Inter close to signing Achraf Hakimi from Real Madrid for €40m https://t.co/qo8olsBE0i By @FabrizioRomano
— Marcus Christenson (@m_christenson) June 26, 2020