რანიერი: “ყველაფრი გავაკეთეთ ქულის ასაღებად, თუმცა ჯეკო…”

კლაუდიო-რანიერი-რომა-სამპდორია

კლაუდიო რანიერიმ Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა გუნდმა რომიდან ქულის წამოსაღებად ყვალფერი გააკეთა, თუმცა ჯეკომ ყველაფერი გააკეთა თავისი გუნდის წარმატებისთვის:

“ბევრი შანსი გქვქონდა და რომელიმე მაინც უნდა გამოგვეყენებინა. ვფიქრობ ‘ინტერთან’ თამაშისგან განსხვავებით ჩემი ბიჭები უკეთესად გამოიყურებოდნენ. რომაელების პირველი გული შესანიშნავი იყო. ლორენცო პელეგრინიმ მშვენიერი გადაცემა გააკეთა და ჯეკომაც ბრწყინვალედ შეასრულდა, ვერაფერს იტყვი. მეორე გოლი პროგნოზირებადი იყო და შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა. გრძელი და მაღალი პასი იყო, დრო იყო იმისთვის, რომ უფრო ყურადღებით გვეთამაშა. ვწუხვარ, ბიჭები ქულას იმსახურებდნენ, მაგრამ ჩემპიონის სულისკვეთების ფეხბურთელმა, ჯეკომ, თამაშის ბედი გადაწყვიტა.”

“სამპდორია” ამჟამად 26 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

იხილეთ კლაუდიო რანიერის რეაქცია ჯეკოს მეორე გოლზე: