ინძაგი: “2 გოლის არიდება თავისუფლად შეგვეძლო”

სიმონე-ინძაგი

სიმონე ინძაგის Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი და მესამე გოლის თავიდან არიდება თავისუფლად შეიძლებოდა. შეგახსენებთ, რომ “ატალანტამ” “ლაციოს” 3-2 სძლია და რომაელების 9-თვიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

“ეს ჩვენი პირველი თამაში იყო 3 თვე-ნახევრის მანძილზე. 0:2-ს ვიგებდით და შანსი გვქონდა ანგარიში კიდე გაგვეზარდა. გულდასაწყვეტია, რომ ქამბექის საშუალება მივეცით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი და მესამე გოლის თავიდან აცილება მარტივად შეიძლებოდა. ჩვენი დონის გუნდს ასეთი გოლები არ უნდა გასდიოდეს.”

ინძაგიმ ასევე ტრავმებზე გაამახვილა ყურადღება:

“ჩვენ თმაშის დროს უკვე გვყავდა ტრავფიმრებულები. ლუის ალბერტოს 70 წუთის შემდეგ აღარ შეეძლო თამაში, დანილო კატალდიმ და ხუაკინ კორეამ შეცვლები მოითხოვეს. სკამზე კი მათი შემცვლელები არ გვყავდა.”

ლაციო ამჟამად სერია ა-ს ლიდერს, “იუვენტუსს”, 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჯერ 11 ტური წინ არის:

“ჩვენ 21 ტურია დაუმარცხებლები ვიყავით. ვიცოდით, რომ ‘ატალანტასთან’ დაპირისპირე ყველაზე უხერხული იყო ჩვენს განრიგში. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა ქულების მოსაპოვებლად.”