
რომის “ლაციოს” წინააღმდეგ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, “ატალანტას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ, Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარი გუნდის წარმატებაზე ისაუბრა:
“გაგვიჭირდა, თუმცა ასეთი გამარჯვებამ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება მოიტანა. ვგრძნობ, რომ ამ გუნდს მწვრთნელი აღარ სჭირდება! (იცინის). მათ ძალიან კარგად იციან თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე.”
სერია ა-ში ‘ქალღმერთები’ ქამბექების მეფეები არიან. მათ წლევანდელ სეზონში 27 მატჩში უკვე 77 გოლი აქვთ გატანილი.
“ჩვენი სტარტს ნელა ვიღებთ. ბევრჯერ მოხდა უკვე, რომ თავიდან ვაგებდით. რატომღაც ამის გამოსწორებას ვერ ვახერხებთ. 2:0-ს ვაგებდით ისეთ გუნდთან, როგორიც ‘ლაციოა,’ თუმცა პაპუ გომესის წინ წაწევამ ყველაფერი შეცვალა. ის უნივერსალი ფეხბურთელია.”
Atalanta, Gasperini: "Questa squadra ha sempre meno bisogno di me.." https://t.co/tKuUWsREZX
— MSN Italia (@msn_italia) June 25, 2020