ფონსეკა: “ჯეკო საუკეთსოა ვისთანაც ოდესმე მიმუშავია”

ფოსეკა-ჯეკო

“სამპდორიასთან” 2:1 გამარჯვების შემდეგ, რომალეთმა მთავარმა მწვრთნელმა, პაოლო ფონსეკამ Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯეკო საუკეთესო ფორვარდია ვისთანაც კი უმუშავია. ჯეკომ ჯერ მარცხენა ფეხით, ხოლო შემდეგ მარჯვენათი, ჰაერიდან, მოწყვეტით შეასრულა ორმაგი.

“3 თვის მერე პირველად ვითამაშეთ. შევქმენით 2-3 საგოლე მომენტი და მერე საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. იჭვგარეშეა, რომ ჯეკო საუკეთესო შემტევია ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. გოლი გაიტანო, ორივე ფეხით, თან ასეთ სტილში, ეს მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს შუძლიათ.”

ფონსეკამ ნიკოლო ძანიოლოზე და “ატალანტაზეც” ისაუბრა:

“ძანიოლო ახალგაზრდებთან ერთად ვარჯიშობს. ვფიქრობ 1-2 კვირაში დაგვიბრუნდება. “ატალანტას” რაც შეეხება, ისინი საოცარ ფორმაში არიან, მარტივი არ იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევალთ.”

ჯეკოს გოლები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: