ვიდეო: “ატალანტა” – “ლაციო” 3:2

ატალანტა-ლაციო-გოლები

სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო დაპირისპირებამ იმედები გაამართლა. “ატალანტა” 0:2-ს აგებდა “ლაციოსთან, თუმცა საბოლოოდ ბერგამოელებმა 3:2 იმარჯვეს.

ორივე გუნდს სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლები აქვთ გატანილი. ქალღმერთებს 77 გოლი დაუგროვდათ 27 ტურში, ხოლო ბიანჯოჩელესტებს 62.

ეს გასპერინის ფეხბურთელების შურისძება იყო. ალბათ გახსოვს მათი წინა დაპირისპირება, როდესაც ბერგამოელები რომაელებს მათსავე კედლებში 0:3-ს ამარცხებდნენ თუმცა თამაში 3:3 დასრულდა.

როდესაც უკვე ვფიქრობდით, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს დღის გოლი ჰქონდა შესრულებული, რუსლან მალინოვსკმ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა, რამაც ლაციოს 21-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. გოლები და სახიფათო მომენტები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

მილინკოვიჩ-სავიჩის-გოლი-ატალანტას-კარში Previous post ვიდეო: მილინკოვიჩ-სავიჩის ულამაზესი გოლი “ატალანტას” კარში
ჯეკო-რომა-სამპდორია-გოლები Next post ვიდეო: “რომა” – “სამპდორია” 2:1