მილანი: მუსაკიო 4 თვეს იუქმებს

რამდენიმე საათის წინ “მილანმა” ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ვკითხულობთ:

“მატეო მუსაკიოს დღეს კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი სრულად გამოჯანმრთელების ვადა დაახლოებით 4 თვეა.”

მუსაკიო აგვისტოში 30-ის ხდება და მილანთან კონტრაქტი 2021 წელს წურება. წლევანდელ სერია ა-ს სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.