ვიდეო: “ინტერი” – “სასუოლო” 3:3

საოცარი მატჩი გამოდგა დღეს მილანში “ინტერისა” და “სასუოლოს” დაპირისპირება. შეხვედრის მე-4 წუთზე “სასუოლო” ფრანჩესკო კაპუტოს გოლით დაწინაურდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მილანელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და პირველი ნახევარი “ინტერმა” 2-1 მოიგო, ლუკაკუსა და ბირაგის გოლების წყალობით.

მეორე ტაიმი თითქოს ისე მიმდინარეობდა, რომ “ინტერს” უნდა მოეგო, თუმცა 80-ე წუთის მერე საოცრებები მოხდა და შეხვედრა 3-3 დასრულდა. გოლები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: