ოფიციალურად: პასალიჩი “ატალანტაში,” კირიაკოპულოსი “სასუოლოში”

პასალიჩი-ატალანტა-ჩელსი

“ატალანტამ” მარიო პასალიჩი “ჩელსიდან” €15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ხორვატიელი ნახევარმცველი  ბერგამოში 2018 წლიდან €2.5 მილიონის სანაცვლოდ იჯარით თამაშობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ტრანსფერი €17.5 მილიონი დაჯდა.

პასალიჩს ამ სეზონში 33 შეხვედრაში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

ოფიციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

 

სატრანსფერო სიახლეა ემილია-რომანიადანაც. “სასუოლომ” ბერძნული “ასტერასიდან” გიორგოს კირიაკოპულოსი გაიფორმა. ბერძენი მარცხენა მცველი 2019 წლის ზაფხულიდან “სასუოლოში” იჯარის წესით თამაშობდა €200,000-ის სანაცვლოდ. ტრანსფერი მთლიანობაში €1.4 მილიონი დაჯდა.

კირიაკოპულოსმა “სასუოლოს” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალ.

ოფიციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

რონალდუს-გოლი-ბოლონიას-კარში Previous post ვიდეო: რონალდუს საშინლად შესრულებული ჯარიმა “ბოლონიასთან”
არტურ-მელო-იუვენტუსში Next post Sky Sport: “იუვენტუსი” და არტურ მელო შეთანხმდნენ!