Sky Sport: “იუვენტუსი” და არტურ მელო შეთანხმდნენ!

არტურ-მელო-იუვენტუსში

გუშინ “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, Sky Sport Italia-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ “იუვე” და “ბარსელონა” არტურ მელოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა, ბევრ სხვადასხვა წვრილმნაზე ჯერ დეტალები უცნობია.

დღეს Sky Sports UK აცხადებს, რომ “იუვენტუსმა” შემოთავაზება მიიღო და მზადაა არტურში €80 მილიონი გადაიხადოს, რომელიც ყოველწლიურად €5 მილიონს მიიღებს, უფრო მაღალ ხელფასს ვიდრე ეს “ბარსაში” ჰქონდა.

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ არტურს “ბარსელონას” დატოვება არ სურს, რომელიც კატალონიელებს “გრემიოდან” 2018 წელს €31 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ სეზონში კი მის ანგარიშზე, 26 თამაშში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.