სარი: “პიანიჩთან უთანხმოება სულელური ჭორია”

სარი-მირალემ-პიანიჩი

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირალემ პიანიჩსა და მაურიციო სარის შორის ვარჯიშის დროს შელარპაკება მოხდა, თუმცა “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა Sky Sport Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ პიანიჩთან არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

“ეს უბრალოდ ყალბი ნიუსია. პიანიჩი ჩემი ‘იუვეში’ გადმოსვლის დღიდან მუდამ მინდორზეა და მისი დიდი იმედი მაქვს. მას გუნდში, სადაც 3 ნახევარმცველი თამაშობს, გადამწყვეტი როლი აკისრია.” – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

“იუვე” ჩემპიონატს დანაკლისებით იწყებს. სამი ხედირა და ალექს სანდრო ტრავმირებულები არიან. გონსალო იგუანი და ჯორჯო კიელინი კი სავარაუდოდ ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ.

ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

ანტონიო-ფილიპინი Previous post ვიდეო: “ლივორნოს” მწვრთნელი წუთიერი დუმილის დროს ატირდა
ატალანტა-სასუოლო-დუვან-ზაპატა Next post ვიდეო: “ატალანტა” – “სასუოლო” 4:1