ვიდეო: “ლივორნოს” მწვრთნელი წუთიერი დუმილის დროს ატირდა

ანტონიო-ფილიპინი

გუშინ, “სერია ბ-ში” 7 მატჩი გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ლივორნოსა” და “ციტადელას” შორის იყო. ტოსკანელები გასავარდნი ზონიდან ამოსვლას ლამობენ, ხოლო ვენეტოელები “სერია ა-ში” აღზევებისთვის იბრძვიან. მატჩი “ციტადელას” გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე, გუნდემა წუთიერი დუმილი მიუძღვნეს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილებს, რის დროსაც “ლივორნოს” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო ფილიპინი ატირდა. როგორც აღმოჩნდა, მას დედა სწორედ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეღუპა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: