ინტერი: სენსი კვლავ ტრავმირებულია

სტეფანო-სენსი-ტრავმა

ინტერს, სერია ა-ს პირველ ორ ტურში, სტეფანო სნსი გარეშე მოუწევს თამაში. იტალიელმა ნახევარმცველმა ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ინტერის ოფიციალურ საიტზე სამედიცინო მოხსენება ასეთია: “დღეს სტეფანო სენსის სამედიცინო ტესტი ჩაუტარდა. გუშნ მან ვარჯიშზე დაზიანება მიიღო. მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. მის მდგომარეობაზე ზუსტ პასუხებს შემდეგ კვირას მოგაწვდით.”

ეს 24 წლის ნახევარმცველისთვის უკვე მე5 ტრავმაა, რომლის ანგარიშზეც 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა სერია ა-ს პირველ 7 თამაშში.

ნერაძურის მომდევნო ხუთ დღეში 2 თამაშ აქვს: სამპდორიასთან და სასუოლოსთან. დიდი ალბათობით, სენსი 28 იანვარს, პარმას წინააღმდეგ დაბრუნდება.

დიეგო-გოდინი-ინტერი Previous post გოდინი: “წასვლა არ მინდა!”
სტადიონი-ფანების-გარეშე Next post უეფა: აგვისტომდე არანაირი ფანები სტადიონზე!