ინტერი: ბროზოვიჩი ათ დღეს იუქმებს

ცუდი ამბებია მილანიდან. Sky Sport Italia-ს ცნობით მარსელო ბროზოვიჩი ხვალ “სამპდორიას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. როგორც ცნობილი ხდება, მას მარცხენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემა, როს გამოც 10 დღე “ინტერს” ვერ დაეხმარება.

“ბროზოვიჩმა დღეს ვარჯიშის შემდეგ სამედიცნო გამოკვლევა ჩაიტარა. მას მარცხენა ფეხის კუნთზე პრობლემა აქვს. რამდენინე დღეში გახდება ცნობილი თუ როდის დაბრუნდება ის სტადიონზე.” – ვკითხულობთ “ინტერის” მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ჩანს ანტონიო კონტეს ნახევარდაცვაში დიდი პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სტეფანო სენსი და მატიას ვესინოც კათარზისში აღმოჩნდნენ. კონტე მათ შემცვლელად ბორხა ვალეროს და რობერტო გალიარდინის მოიაზრებს.