გოდინი: “წასვლა არ მინდა!”

დიეგო-გოდინი-ინტერი

ინტერის მცველი, დიეგო გოდინი აცხადებს, რომ მას არც კი გაუფიქრია სან-სიროს დატოვება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინტერს ტიტულები მოაპოვებინოს.

ურუგვაელი ვეტერანი ნერაძურის რიგებში წინა ზაფხულიდან ირიცხება, თუმცა ძირითადში მოხვედრა უჭირს, ამიტომ გავრცელდა ჭორები, რომ ამ ზაფხულს 34-წლის გამოცდილი მცველი ინტერს დატოვებს.

“ჭორებმა, ჩემი წასვლის შესახებ, გამაოცა. რაც ინტერში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, გუნდთანაც და ფანებთანაც. ვგრძობ, რომ სახლში ვარ და ისინი მე მენდობიან. არც კი გამიფიქრებია ინტერის დატოვება. მე იმ დიდი პროქტის ნაწილი ვარ რასაც კონტე ქმნის. გუნდი ჩემით კმაყოფილია და აქ იქამდე დავრჩბი, სადამდეც მათ დავჭირდები.” – განუცხადა გოდინმა Il Corriere dello Sport-ს.